იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

BBC Sport: რეალი იურგენ კლოპს უმიზნებს

არ წყდება ცნობები იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, შესაძლოა კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალი დატოვოს.

 ავტორიტეტული გამოცემა BBC Sport სწორედ ამ საკითხზე წერს და აღნიშნავს, რომ იტალიელი სპეციალისტის ბედი დიდი ალბათობით დღეს, არსენალთან მატჩში გადაწყდება.

წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემთხვევაში, რეალი აუცილებლად დაიწყებს ახალი მწვრთნელის ძიებას.

გამოცემა იმასაც წერს, რომ ბლანკოსი არც მეტი, არც ნაკლები იურგენ კლოპს უმიზნებს, რომელიც ამჟამად მწვრთნელად აღარ მუშაობს. გერმანელი სპეციალისტი რედ ბულში ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბის გაწვრთნის მთავარ კანდიდატად ჩაბი ალონსო სახელდებოდა, რომელმაც ლევერკუზენის ბაიერთან ერთად გასულ სეზონში ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო, თუმცა საუბარი ამის შესახებ შეწყდა და ახლა მთავარ კანდიდატად სწორედ კლოპი განიხილება.

ცნობისთვის, მადრიდის რეალისა და არსენალის მატჩი დღეს 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის გამო, ზირკზე დარჩენილ სეზონს გამოტოვებს
ტრავმის გამო, ზირკზე დარჩენილ სეზონს გამოტოვებს