ტრაგედია ჩინეთში - 28 წლის ასაკში გაბონის ნაკრების თავდამსხმელი გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია ჩინეთში - 28 წლის ასაკში გაბონის ნაკრების თავდამსხმელი გარდაიცვალა

საფეხბურთო სამყაროში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. 28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა გაბონის ნაკრების თავდამსხმელი აარონ ბუპენძა.

როგორც ცნობილი გახდა, ის შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდა. ტრაგედია ჩინეთში მოხდა, სადაც ის კლუბ ჯიჯანგში თამაშობდა.

ცნობისთვის, ბუპენძა სხვადასხვა დროს ბორდოს, ცინცინატის, ჰატაისპორის, ალ არაბის და ბუქარესტის რაპიდის ღირსებას იცავდა.

2020/2021 წლების სეზონში, გაბონელი თავდამსხმელი 22 გოლით თურქეთის სუპერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები