ტრავმის გამო, ზირკზე დარჩენილ სეზონს გამოტოვებს
ჯოშუა ზირკზესთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ამის მიზეზი ტრავმა გახდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა „ნიუკასლთან“ მატჩის დროს, ბარძაყი დაიზიანა. „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
„ის ვეღარ ითამაშებს და მომდევნო სეზონისთვის მოემზადება. ეს ძალიან მძიმე ფაქტია, განსაკუთრებით ახლა“, - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 23 წლის ფეხბურთელმა 32 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.