უეფა-მ წუთიერი დუმილი აკრძალა | რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებების ჟესტი
Aa
Aa

უეფა-მ წუთიერი დუმილი აკრძალა | რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებების ჟესტი

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში, უკრაინისა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა გაიმართა. ამ მატჩმა უდიდესი ყურადღება მიიქცია, რაც უეფა-ს აკრძალვასა და ფუტსალის მოთამაშეების ქმედებას უკავშირდება.

გუნდებმა გადაწყვიტეს, რუსეთის მიერ, ქალაქ სუმის დაბომბვის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი პატივი წუთიერი დუმილით მიეგოთ. UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართი მატჩების დაწყებამდე, წუთიერი დუმილის გამოყენება აკრძალული აქვს, მაგრამ გუნდებმა ეს არაფრად ჩააგდეს.

უკრაინისა და რუმინეთის ნაკრებებმა აღნიშნულ შეზღუდვას თავი აარიდეს. მათ წუთიერი დუმილი შეხვედრის დაწყების შემდეგ გამოიყენეს და დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მაინც მიაგეს. შეხვედრა უკრაინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 3:1.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთმა ქალაქი სუმი 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულისას დაბომბა. სარაკეტო თავდასხმა ქალაქის ცენტრზე განხორციელდა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაღუპულია 35 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 119-მდე ავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასტონ ვილა VS პარი სენ-ჟერმენი | ევროპა ლიგის ჰიმნი და დემბელეს უარი ჯილდოს მიღებაზე
ასტონ ვილა VS პარი სენ-ჟერმენი | ევროპა ლიგის ჰიმნი და დემბელეს უარი ჯილდოს მიღებაზე