ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ილია ისლამის მომდევნო მეტოქე არ იქნება | რას ამბობენ მახაჩევის ბანაკში

ილია თოფურიას მომავალი უცხოური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. „ლეგენდამ“ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მომდევნო ორთაბრძოლა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება, მაგრამ ეს ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

თოფურიას ზაფხულში სურს ოქტაგონზე გასვლა და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, შემოდგომაზეც იჩხუბოს. პრობლემა ისაა, რომ მოქმედ ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს მასთან დაპირისპირება არ სურს. მახაჩევის მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ეს რამდენიმე საათის წინ განაცხადა და დღეს, ამ თემასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

TASS-ი მახაჩევის გუნდის ერთ-ერთ წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ თოფურია ისლამის მომდევნო მეტოქე არ იქნება. რუს მებრძოლს ქვესაშუალო წონით დივიზიონში სურს ასვლა და თუ მაისში გასამართ საჩემპიონო ორთაბრძოლაში, ბელალ მუჰამედი ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდა, ამას გააკეთებს კიდეც.

მახაჩევის გუნდის წარმომადგენელმა TASS-ს განუცხადა, რომ „ლეგენდა“ მსუბუქ წონით დივიზიონში ახალი სახეა. მას დასამტკიცებელი აქვს, რომ საჩემპიონო ორთაბრძოლას იმსახურებს და ქამრის მინიმუმ ერთი პრეტენდენტი უნდა დაამარცხოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი ომი გველოდება“ - EJU სარდალაშვილსა და მარგველაშვილზე
„ნამდვილი ომი გველოდება“ - EJU სარდალაშვილსა და მარგველაშვილზე