ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

გრიზმანი ატლეტიკოში 2027 წლამდე დარჩება - Relevo

ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოში“ დარჩება. ამის შესახებ Relevo წერს.

გამოცემის ცნობით, 34 წლის ფორვარდი და კლუბი კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე ფრანგ ფეხბურთელს კვლავ საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს და თავად სთხოვა „ატლეტიკოს“, რომ მის დასატოვებლად ძალისხმევა არ დაეშურებინა.

კლუბში შიშობდნენ, რომ ანტუანი ზაფხულში წავიდოდა - ის „ლოს ანჯელესს“ ეკონტაქტებოდა, თუმცა MLS-ში გადასვლის ვარიანტმა როგორც ჩანს, ის ბოლომდე ვერ მოხიბლა.

მიმდინარე სეზონში, გრიზმანმა 31 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს“ | ლიზარაზუმ კვარას გოლი გამოარჩია
„ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს“ | ლიზარაზუმ კვარას გოლი გამოარჩია