ილია თოფურია
Aa
Aa

„ზაფხულში მინდა ჩხუბი“ | ილია მზადაა სატიტულო ბრძოლის გამო შემოდგომამდე მოიცადოს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მოკლე კომენტარი გააკეთა. „ლეგენდას“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბის მიღება სურს და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, შემოდგომამდე მოიცადოს.

„ზაფხულში მინდა ჩხუბი, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, მზად ვარ, საჩემპიონო ორთაბრძოლას დაველოდო და შემოდგომაზე ვიჩხუბო. სხვა ვარიანტებს არ განვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის წარმომადგენლები თოფურიასთან ჩხუბის პერსპექტივით მოხიბლული არ არიან. მახაჩევის მწვრთნელმა და ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ „ლეგენდას“ მსუბუქ წონაში ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს და ეგრევე სატიტულო დაპირისპირებას არ იმსახურებს.

ცნობისთვის, მახაჩევს კარიერაში 28 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 27 გამარჯვებაა. ისლამი ბოლოს 2015 წელს დამარცხდა და UFC 192-ზე, ადრიანო მარტინსმა ნოკაუტით მოუგო. თოფურიას რაც შეეხება, მას 16 გამარჯვება და 0 მარცხი აქვს და ბოლო ორ ბრძოლაში, მაქს ჰოლოუეი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა“ | რა თქვა კვარამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ
„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა“ | რა თქვა კვარამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ