ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„კიტეიშვილი და გლუხი ავსტრიაში საუკეთესონი არიან“ | ჰერცოგი ქართველს აქებს

ავსტრიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეას ჰერცოგი „ზალცბურგსა“ და „შტურმს“ შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც გრაცელებმა 2:1 მოიგეს. ჰერცოგმა ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და ოთარ კიტეიშვილი გამოარჩია.

„ზალცბურგი 1:0-ს იგებდა და მეორე ტაიმში, რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. ამის შემდეგ, მოულოდნელად, ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა თავი და მატჩის ბედი სწორედ მან გადაწყვიტა. ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები ოსკარ გლუხი და კიტეიშვილი არიან. გლუხმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ითამაშა, კიტეიშვილმა კი მატჩის ბედი გადაწყვიტა“.

ცნობისთვის, „კიტემ“ „ზალცბურგის“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა და თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, შემდეგ კი საოცარი სილამაზის ბურთი შეაგდო და მეტოქის კარი შორეული გასროლით აიღო.

კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შეხვედრის შემდეგ, გრაცელების მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ ზაუმელმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ „კიტეს“ კლასი აშკარაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა“ | რა თქვა კვარამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ
„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა“ | რა თქვა კვარამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ