უსმან დემბელე, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

ასტონ ვილა VS პარი სენ-ჟერმენი | ევროპა ლიგის ჰიმნი და დემბელეს უარი ჯილდოს მიღებაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილას“ წინააღმდეგობა დაძლია. პარიზელებმა პირველი შეხვედრა „პარკ დე პრანსზე“ გამართეს და 3:1 იმარჯვეს, საპასუხო მატჩი კი 2:3 დათმეს და ორთამაშიანი დუელი 5:4 მოიგეს.

„ვილა პარკზე“ გამართული შეხვედრა სანახაობრივი გამოვიდა და გულშემატკივრებმა საინტერესო და დაძაბული თამაში იხილეს, მაგრამ მატჩის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, ორ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როდესაც ფეხბურთელები მოედანზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსასმენად განლაგდნენ, „ვილა პარკის“ წარმომადგენლებმა შეცდომა დაუშვეს და ევროპა ლიგის ჰიმნი ჩართეს. ბირმინგემელთა შეცდომამ ფეხბურთელთა გაკვირვება გამოიწვია და რამდენიმე მათგანმა უკმაყოფილება ვერ დამალა.

მატჩის შემდეგ, ყურადღების ცენტრში უსმან დემბელე მოექცა. ფრანგი ფეხბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მაგრამ დემბელემ სპეციალური ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა. უსმანი მოედანს ისე ტოვებდა, ჯილდოს არ იბარებდა, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. სხვათა შორის, UEFA-ს ამ არჩევანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივართა აზრით, პსჟ-ს რიგებში, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს მხოლოდ ჯანლუიჯი დონარუმა იმსახურებდა.

ცნობისთვის, ნახევარფინალში, „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „არსენალი“ და „რეალი“ იქნება. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში „მეთოფეებმა“ 3:0 იმარჯვეს და განმეორებითი მატჩის წინ, სოლიდური უპირატესობა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნაი ემერი: ვამაყობ იმ ყველაფრით, რაც გავაკეთეთ
უნაი ემერი: ვამაყობ იმ ყველაფრით, რაც გავაკეთეთ