მოვსარ ევლოევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ავსტრალიაში ჩავალ და იქ მოვუგებ“ - ევლოევი ვოლკანოვსკიზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის დაუმარცხებელმა რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა განაცხადა, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაფინიშება შეუძლია.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ვოლკანოვსკისთან ჩხუბი 5-რაუნდიანი იქნება, მის შანსებს ზრდის.

„ვიჩხუბებდი თუ არა ვოლკანოვსკისთან ავსტრალიაში? რა თქმა უნდა, იქ არასოდეს ვყოფილვარ. ეს უფასო შვებულება იქნება. როცა ჩემპიონი გავხდები, ავსტრალიაში დავრჩები და ადგილობრივებს შევაყვარებ თავს.

ხუთრაუნდიან ბრძოლაში ვოლკანოვსკის დაფინიშების მეტი შანსი მექნება. პირველი ორი რაუნდის განმავლობაში მოთელვა მაქვს, მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ.

ხუთრაუნდიანი ჩხუბების მებრძოლი ვარ. UFC-ში მოსვლამდე ოთხჯერ მქონდა ხუთრაუნდიანი ჩხუბი და ყველა მათგანი ფინიშით მოვიგე“.

შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევმა MMA-ში გამართული 19-ვე ბრძოლა მოიგო, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ UFC-ში მან ყველა ჩხუბში მსაჯთა გადაწყვეტილებით იმარჯვა. ბოლოს ევლოევმა გასული წლის დეკემბერში იჩხუბა, როდესაც UFC 310-ზე ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა.

რაც შეეხება ვოლკანოვსკის, გასულ უქმეებზე მან დიეგო ლოპესი საჩემპიონო ჩხუბში დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტურ ტიტულს დაეუფლა. ბრძოლამდე ავსტრალიელი მებრძოლი ამბობდა, რომ ქამრის მოგების შემთხვევაში ქამარს პირველად სწორედ მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ ჩხუბში დაიცავდა.

აქვე გეტყვით, რომ „ვოლკს“ MMA-ში გამართულ 31 ჩხუბში 27 მოგება და 4 წაგება აქვს. ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს 2019-2024 წლებშიც ფლობდა, შემდეგ კი ილია თოფურიასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევლოევის დრო დადგა“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე
„ევლოევის დრო დადგა“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი მომდევნო მეტოქეზე