ჯიმი ბატლერი, სტეფ კარი, დესმონდ ბეინი, ჯა მორანტი
Aa
Aa

ბატლერისა და კარის შეუჩერებელი დუეტი | გოლდენ სტეიტმა მემფისს მოუგო

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ პლეი-ინის შეხვედრაში „მემფის გრიზლისი“ დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილი დაისაკუთრა. „მეომრებმა“ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, 121:116 სძლიეს და პლეიოფის პირველ რაუნდში, „ჰიუსტონ როქეთსს“ დაუპირისპირდებიან.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში საუკეთესო ჯიმი ბატლერი იყო, რომელმაც 38 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი დააგროვა. „უორიორსის“ მეორე სუპერვარსკვლავს, სტეფ კარის 37 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი ჰქონდა, ხოლო გარი პეიტონმა მატჩი 12 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა.

„მემფისის“ მხრიდან დესმონდ ბეინი გამოირჩა - 30 ქულა, 6 მოხსნა. ჯა მორანტმა აქტივში 22 ქულა, 3 მოხსნა და ამდენივე ასისტი ჩაიწერა. ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო ზაკ ედიმ 14 ქულა, 17 მოხსნა და 2 ასისტი გააკეთა.

ცნობისთვის, „გოლდენ სტეიტთან“ მარცხის შემდეგ, „მემფისი“ მერვე ადგილისთვის იბრძოლებს. „გრიზლისი“ „დალას მავერიქსისა“ და „საკრამენტო კინგსის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იცის, რაც მოხდება და არ უნდა, ისლამს ვეჩხუბო“ | ილიამ ხაბიბს უპასუხა
„იცის, რაც მოხდება და არ უნდა, ისლამს ვეჩხუბო“ | ილიამ ხაბიბს უპასუხა