გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძე NBA-ის პლეიოფში ითამაშებს | ორლანდომ ატლანტას მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ინის მატჩში „ორლანდო მეჯიქი“, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე იცავს, „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 120:95 იმარჯვა.

გოგამ პარკეტზე მხოლოდ 3:52 წუთი გაატარა და ამ დროში 2 ქულის, 1 მოხსნის, 1 ასისტისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო.

ბითაძის ყველა მომენტი „ატლანტასთან“

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ატლანტას“ მცველი, ტრეი იანგი გახდა (28 ქულა, 2 მოხსნა, 6 ასისტი). „ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი ქულა (26) კოულ ენტონიმ დააგროვა, ფრანც ვაგნერმა კი 13 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

NBA-ის პლეი-ოფში „ორლანდო“ „ბოსტონ სელტიკსს“ შეხვდება - სერიის პირველი მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა კონკურენტს მოუგო
შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა კონკურენტს მოუგო