ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა“ | რა თქვა კვარამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ასტონ ვილასთან“ გამართული მეოთხედფინალური დაპირისპირება შეაფასა. „კვარას“ გუნდი „ვილა პარკზე“ 2:3 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში, 5:4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

„რთული თამაში იყო. მატჩი კარგად დავიწყეთ და 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ძალიან, ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნახევარფინალში გავედით. ბრძოლა და თავდაუზოგავად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერი იდეალურად იქნება.

ნახევარფინალში გასვლა ნამდვილად კარგი ამბავია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი რამ გველოდება. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. მაქსიმალურად ფოკუსირებული ვარ და მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ. რა მოხდა მეორე ტაიმში? ახლა ამის ახსნა რთულია. მატჩის განმეორებას ვნახავთ და ანალიზს გავაკეთებთ.

რთული თამაში იყო, ასტონ ვილა ბევრს გვიტევდა და გრძელი პასებით პრობლემებს გვიქმნიდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მთავარია, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით“.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენის“ მომდევნო მეტოქის ვინაობას „არსენალი“ და „რეალი“ გაარკვევენ. „მეთოფეებს“ პირველი შეხვედრა 3:0 აქვთ მოგებული და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნახევარფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსით ჩადიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore: ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
Sofascore: ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება