უნაი ემერი: ვამაყობ იმ ყველაფრით, რაც გავაკეთეთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში, „ასტონ ვილამ’’ „ვილა პარკზე’’ პსჟ 3:2 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში, ნახევარფინალში პარიზული გუნდი გავიდა. ენრიკეს ფეხბურთელებმა „პარკ დე პრენსზე’’ 3:1 მოიგეს.
შეხვედრის შემდეგ „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემრიმ Amazon Prime Video-თან კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა.
„ვამაყობ იმ ყველაფრით, რაც გავაკეთეთ. მიაღწიო ამ დონეს - საუკეთესო წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველ ეტაპზე ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. დღეს ჩვენ კიდევ უფრო უკეთესები ვიყავით და ქამბექთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩვენი გულშემატკივრების ემოცია კი ფანტასტიკური იყო - მათ სიამოვნება მიიღეს თამაშით და ენერგიებსაც გადმოგვცემდნენ“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, ვისი გუნდიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავიდა და ნახევარფინალში ითამაშებს.
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს გასულ ზამთარში შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პსჟ-სთვის 5 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. პსჟ ნახევარფინალში მადრიდის „რეალსა'' და „არსენალს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.