ლუის ენრიკე
Aa
Aa

ზედმეტად თავდაჯერებული არასდროს უნდა იყო | ლუის ენრიკეს შეფასება

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „ასტონ ვილამ’’ „ვილა პარკზე’’ პსჟ 3:2 დაამარცხა, თუმცა ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე პარიზული გუნდი გავიდა, ენრიკეს ფეხბურთელებმა „პარკ დე პრენსზე’’ 3:1 მოიგეს.

„ვილა პარკზე'' გამართული მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ გუნდი ზედმეტად თავდაჯერებული იყო და ეს პრობლემას წარმოადგენს. 

ლუის ენრიკე CANAL+ Foot-ს ესაუბრა: „ვიცოდით რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა რთული იყო. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ პრობლემები გვქონდა.

პირველ ტაიმში ნაჩვენებმა თამაშმა ჩვენი თავდაჯერება გაზარდა, თუმცა ყოველთვის უნდა ცდილობდე, რომ თამაში გააუმჯობესო. რა გვასწავლა ამ თამაშმა? ამ თამაშმა გვასწავლა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული არასდროს უნდა იყო. საფეხბურთო შეხვედრაში ვითარება შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, ამისთვის მზად უნდა იყო.

მადლობა პსჟ-ს ქომაგებს მხარდაჭერისთვის, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან.

მინდა ვთქვა, რომ „ასტონ ვილა’’ ძალიან კარგი გუნდია, მათ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ.

ზედიზედ მეორე სეზონში ნახევარფინალში გავედით. ვფიქრობ წელს უკეთესი გუნდი გვყავს, ვპროგრესირებთ და წინ მივიწევთ თასების მოპოვებისკენ’’.

კახა კალაძის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველია, ვისი გუნდიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავიდა და ნახევარფინალში ითამაშებს. ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს გასულ ზამთარში შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პსჟ-სთვის 5 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

პსჟ ნახევარფინალში მადრიდის „რეალსა'' და „არსენალს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება, გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი „მეთოფეებმა'' 3:0 მოიგეს. საპასუხო შეხვედრა ოთხშაბათს საღამოს, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია | ასტონ ვილა სასწაულთან ახლოს იყო
პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია | ასტონ ვილა სასწაულთან ახლოს იყო