ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

2019 წლის შემდეგ პირველად, ბარსელონა ჩემპიონა ლიგის ნახევარფინალშია

„ბარსელონამ“ და „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩი გამართეს.

შეხვედრას „დორტმუნდმა“ უმასპინძლა და მათ სასარგებლოდ 3:1 დასრულდა, თუმცა კატალონიელებმა 2 მატჩის ჯამში, ანგარიშით 5:3 გაიმარჯვეს და 2019 წლის შემდეგ პირველად, ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე, მასპინძლების თავდამსხმელმა, სერუ გირასიმ გახსნა, რომელმაც 49-ე წუთზე დუბლი გაიფორმა.

54-ე წუთზე, რამი ბენსებაინიმ ავტოგოლი გაიტანა, 76-ე წუთზე კი თავი კვლავ გირასიმ გამოიჩინა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ბარსელონა“ „ინტერსა“ და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 16 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს“ | ლიზარაზუმ კვარას გოლი გამოარჩია
„ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს“ | ლიზარაზუმ კვარას გოლი გამოარჩია