Sofascore: ცნობილია პსჟ-ს ფეხბურთელების შეფასება
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ასტონ ვილამ პარი სენ ჟერმენს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და ორი მატჩის ჯამში ფრანგებმა 5:4 მოიგეს. ნახევარფინალში ლუის ენრიკეს გუნდი გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
დონარუმა(6.9), ჰაკიმი(7.7), მარკინიოსი(6.3), პაჩო(7.1), მენდეში(7.0), ვიტინია(6.5), ნევეში(7.2), რუისი(7.0)< კვარაცხელია(6.6), დემბელე(7.6), ბარკოლა(6.7), დუე(6.9).
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენის მხრიდან გოლები მენდეშმა და ჰაკიმმა გაიტანეს. ლუის ენრიკეს გუნდი ნახევარფინალში არსენალს ან მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.