არტეტა: “ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად“
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის რეალი ლონდონის არსენალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, მეთოფეების მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
არტეტა:
„თუ პოზიტიურ ემოციურ მდგომარეობას საკუთარ თავში მოვიყვანოთ, ვფიქრობ, რომ გასვლის შანსი რეალზე მეტი გვაქვს. საუკეთესო დღეებია, როცა ჩემპიონთა ლიგაზე გამოვდივართ და სწორედ ამიტომ მიყვარს ეს ტურნირი. მინდა ჩემი ფეხბურთელები საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ.
მიუხედავად ანგარიშში სხვაობისა, ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩემი გუნდი დაცვაში კარგად გამოიყურება. ეს კი მარწმუნებს, რომ გასვლა შეგვიძლია, მაგრამ ხვალ ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. ვეცდებით, რეალის ძლიერი მხარეების მინიმუმამდე დაყვანას.
არსენალს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია და ახლა ამის შესანიშნავი შანსი გვაქვს. პატივს ვცემთ იმ ისტორიას, რომელიც რეალმა ამ ტურნირზე შექმნა. არსენალში სიტყვა შიშს არასდროს ვიყენებთ. პირველ მატჩში ბევრი ვისწავლეთ. გვინდა, რომ ზუსტად ისე ვდომინირებდეთ, როგორც ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ.“
შეგახსენებთ, რომ ბლანკოსმა პირველი მატჩი 3:0 წააგო. რეალისა და არსენალის განმეორებითი დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.