გურამ კაშია
Aa
Aa

კაშიას გოლი და მარცხი პენალტებში | სლოვანი სლოვაკეთის თასს დაემშვიდობა

სლოვაკეთის თასის ნეხევარფინალში „ტრანავამ’’ შინ „სლოვანს’’ 2:1 მოუგო. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ მატჩში „სლოვანმა’’ იდენტური ანგარიშით გაიმარჯვა, ორმატჩიანი დაპირისპირება 3:3 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.  ძირითად დროში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა ტაიმის მიწურულს გურამ კაშიამ წონასწორობა აღადგინა. „ტრნავამ’’ გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა, მიხალ დურიშმა შეაგდო. დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერია „ტრნავამ'' 4:2 მოიგო და ფინალში გავიდა. გურამ კაშიას პენალტი არ დაურტყამს. 

37 წლის კაშია დღევანდელ მატჩში გუნდის კაპიტანი იყო, ვლადიმირ ვაისმა სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. პირველი ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. დაცვაში იდეალურად არ უთამაშია და რთული წარმოსადგენია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ახალ ტაქტიკაში, როცა მხოლოდ 2 ცენტრალური მცველია, კაშია რამდენად შეძლებს სტაბილურად კარგად თამაშს. ცხადია, თურქეთის დონის ძლიერ ნაკრებებს ვგულისხმობ და არა სომხეთს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია.

ამ სეზონში გურამ კაშიამ „სლოვანში’’ ყველა ტურნირის ჩათვლით 41 მატჩი ჩაატარა, 41-დან 17-ში გუნდის კაპიტანი იყო. მის აქტივში 4 გოლია.

2021 წლის ზაფხულიდან გურამ კაშია „სლოვანში’’ თამაშობს, ჩემპიონი სამჯერ გახდა, თუმცა სლოვაკეთის თასი არ მოუგია, ფინალში ორჯერ დამარცხდა, ორივე შემთხვევაში „ტრანავამ’’ მოუგო (2021-22, 2022-23).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხავიერ პასტორე: „კვარას მენტალიტეტი ძალიან მომწონს. რაც მან გააკეთა, საოცრებაა“
ხავიერ პასტორე: „კვარას მენტალიტეტი ძალიან მომწონს. რაც მან გააკეთა, საოცრებაა“