ბელინგემი: “იმედი მაქვს, გულშემატკივრები ჩვენით იამაყებენ“
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის რეალი ლონდონის არსენალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ბელინგემი:
„გულშემატკივრების ბევრი ვიდეო ვნახე და ეს ყველაფერი მოტივაციას გვმატებს. ეს იქნება მადრიდის რეალზე მორგებული ღამე. შეიძლება მოხდეს ის, რაც ხალხს ახსოვს. ამაზე განსაკუთრებულს ვერაფერს დავამატებ. მოედანზე ემოციების ამაღლება ნორმალურია. ერთმანეთთან გულწრფელები უნდა ვიყოთ. აღფრთოვანებულები ვართ ქამბექის იდეით.
ემილიო ბუტრაგენიო ანდერლეხტთან 6:1 გამარჯვებაზე გვესაუბრა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ დღეებში მივიღე. გვინდა, რომ ახალი ისტორია დავწეროთ. ხვალ არის შესაძლებლობა, რომ მომავლის ფორმირება გავაგრძელოთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გულშემატკივრები ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან. ისინი წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან. სტადიონის შიგნით ენერგია გადამდებია. იმედი მაქვს, ისინი ჩვენით იამაყებენ. ქამბექზე ფიქრი ლონდონში, ავტობუსშივე დავიწყეთ. ეს დღეები მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ და ყველაზე ხშირად ეს სიტყვა ისმის.“
შეგახსენებთ, რომ ბლანკოსმა პირველი მატჩი 3:0 წააგო. რეალისა და არსენალის განმეორებითი დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.