არსენალი, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“გულშემატკივრების ფაქტორი მნიშვნელოვანი იქნება“ - ანჩელოტი არსენალთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის რეალი ლონდონის არსენალს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„გულშემატკივრების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მათი მხარდაჭერა წარსულში არაერთხელ დაგვეხმარა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ხვალ ჩვენ, ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ძალიან რთული იქნება. მადრიდის რეალს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველანაირი რესურსი აქვს. ერთგულება, გამოცდილება.. რესურსები არსებობს! ფეხბურთელებმა თავიანთი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშონ. სანახაობრივზე მეტად, ეფექტური ფეხბურთის თამაში გვინდა.

ინტენსიურ ფეხბურთს ვითამაშებთ. პირველ მატჩთან შედარებით, მეტი ზეწოლა და კონტროლი გვჭირდება. არანაირი ჯადოქრობა, რადგან ის არ არსებობს. მინდა, რომ მოთამაშეები საკუთარ თავში მაქსიმალურად დარწმუნდნენ. ადრეული გოლი? ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მატჩი ჩვენ ვაკონტროლოთ. როცა ეს გამოგდის, გოლის გატანა მარტივი ხდება.

კილიან მბაპე დაზარალდა და იმედგაცრუებულია. მან გუშინ ძალიან კარგად ივარჯიშა. ჩვენ ის გვჭირდება, რადგან აქ მხოლოდ დაცვის პრობლემები არ არის. გოლები უნდა გავიტანოთ. მისი გოლები ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. ფეხბურთელებისთვის ახალი და განსაკუთრებული არაფერი მითქვამს. ვისაუბრე ემოციურ ასპექტზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს. ბერნაბეუს აქვს მაგია. ყველამ იცის, რომ აქ განსაკუთრებული ატმოსფეროა.“

შეგახსენებთ, რომ ბლანკოსმა პირველი მატჩი 3:0 წააგო. რეალისა და არსენალის განმეორებითი დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bild: რაულმა შესაძლოა „შალკე“ ჩაიბაროს
Bild: რაულმა შესაძლოა „შალკე“ ჩაიბაროს