ბაიერნი, ინტერი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

ინძაგი: “პირველი მატჩის შედეგი უნდა დავივიწყოთ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ინტერი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს. თამაშის წინ, ნერაძურის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ინძაგი:

„მე ვიტყოდი, რომ უფრო მეტი დაძაბულობაა, ვიდრე სიამაყე იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს სეზონი. ვიცით, რომ ხვალ რთული მატჩი იქნება. პირველი თამაშის შედეგი უნდა დავივიწყოთ, მაგრამ არა ის, რაც მიუნხენში გავაკეთეთ. შესანიშნავი თამაში გვქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ბაიერნს უდიდესი ხარისხი აქვს. აგრესიულები უნდა ვიყოთ და სწორი განწყობით ვითამაშოთ.

სეზონი ძალიან დამღლელია, რადგან ყოველ სამ-ოთხ დღეში თამაში გვიწევს. წელს ახალი ფორმატია და კიდევ უფრო მეტი თამაში დაგროვდა. ამას დიდი ენერგია მიაქვს. როგორც დასაწყისში ვთქვი, შედეგზე არ უნდა ვიფიქროთ. ფეხბურთელები დადებითად არიან განწყობილები და იციან, რომ დიდ მეტოქეს ვეთამაშებით.

მიუნხენში შესანიშნავი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ, როცა საქმე 2 თამაშს ეხება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გამარჯვებით, რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ ეს ფინალი არ იყო. ჩვენ გვიწევს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან თამაში, რომელიც დონით რეალთან არის გათანაბრებული.“

შეგახსენებთ, რომ ამ ბაიერნისა და ინტერის პირველი მატჩი მიუნხენში გაიმართა და ინტერმა 2:1 მოიგო. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bild: რაულმა შესაძლოა „შალკე“ ჩაიბაროს
Bild: რაულმა შესაძლოა „შალკე“ ჩაიბაროს