რაულ გონსალესი
Aa
Aa

Bild: რაულმა შესაძლოა „შალკე“ ჩაიბაროს

47 წლის რაულ გონსალესმა შესაძლოა „შალკე“ ჩაიბაროს. Bild-ის ინფორმაციით, მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბსა და ესპანელ მწვრთნელსა შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

გამოცემა წერს, რომ გელზენკირხენელებმა წინადადებით დომენიკო ტედესკოსაც მიმართეს, რომელიც კლუბში 2017-2019 წლებში მუშაობდა, თუმცა ბელგიის ნაკრების ექსმწვრთნელმა მეორე ბუნდესლიგაში მუშაობა არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალიდან“ რაული სწორედ „შალკეში“ გადავიდა, სადაც 2011 წელს გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო.

2019 წლიდან ლეგენდარული ესპანელი მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდს, „რეალ კასტილიას“ წვრთნის.

აქვე გეტყვით, რომ „შალკე“ მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხმას აუწია და უყვირა - ანჩელოტი არსენალთან წინასამატჩო ვარჯიშზე
ხმას აუწია და უყვირა - ანჩელოტი არსენალთან წინასამატჩო ვარჯიშზე