ისტორიაში პირველად | საქართველოს მოციგურავეთა გუნდი მსოფლიო ნაკრების თასზე
17-20 აპრილს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ფიგურულ სრიალში „მსოფლიო ნაკრების თასი 2025“ გაიმართება.
„მსოფლიო ნაკრების თასი“ (ISU World Team Trophy) ფიგურულ სრიალში საერთაშორისო გუნდური შეჯიბრებაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში ISU-ს (ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია) მსოფლიო რეიტინგში სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით ექვსი საუკეთესო ქვეყანა მონაწილეობს.
თითოეული გუნდი შედგება ორი მამაკაცის, ორი ქალის, ერთი სპორტული წყვილისა და ერთი საცეკვაო წყვილისგან. სპორტსმენები თავიანთ დისციპლინებში ასპარეზობენ, მათი შედეგები კი ქულების სახით გუნდის საერთო ანგარიშში ითვლება.
2025 წლის „მსოფლიო ნაკრების თასში“, ისტორიაში პირველად, საქართველო მიიღებს მონაწილეობას და ის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო გუნდთან ერთად იასპარეზებს.
ტურნირში, საქართველოს გარდა, მონაწილეობენ: აშშ, იაპონია, კანადა, საფრანგეთი და იტალია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2025 წლის „მსოფლიო ნაკრების თასზე“
მამაკაცები: ნიკა ეგაძე, მორის ყვითელაშვილი;
ქალები: ანასტასია გუბანოვა, ალინა ურუშაძე;
სპორტული წყვილი: ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა;
სპორტული ცეკვები: დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
წყარო: 1tv.ge