ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

აქტიური დაცვასა და შეტევაში | ლოჩოშვილის აღიარება იტალიაში

Tuttomercatoweb-მა იტალიის სერია B-ს 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ლუკა ლოჩოშვილი შეიყვანა, რომელიც „სალერნიტანას’’ კარგად შეეწყო, რეგულარულად სასტარტოშია და საუკეთესო თვისებებს ავლენს.

„სალერნიტანამ’’ ახალი მთავარი მწვრთნელის პასკუალე მარინოს ხელმძღვანელობით 33-ე ტურში პირველად ითამაშა და შინ „სუდტიროლს’’ 2:1 მოუგო. 26 წლის ქართველი მცველი, რომელიც „კრემონეზეს’’ საკუთრებაა და იანვრიდან იჯარით „სალერნიტანაში’’ თამაშობს, დაცვაში საიმედო თამაშით გამოირჩეოდა, მეტოქის შეტევებს შლიდა და მისი გუნდის შეტევებში კარგი ფიზიკური მომზადებისა და სისწრაფის ხარჯზე აქტიურად მონაწილეობდა.

მატჩის შემდეგ ლოჩოშვილმა Lira Tv-სთან ინტერვიუში ახალი მთავარი მწვრთნელის როლს ხაზი გაუსვა. მისი თქმით, პასკუალე მარინო გუნდში ახალ მენტალიტეტს ნერგავს, რაც ფეხბურთელებს დიდ დახმარებას უწევს.

ლუკას სეზონის პირველ ნახევარში „კრემონეზეში'' მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა „სალერნიტანაში'' განსხვავებული ვითარებაა, 13 მატჩიდან ყველა სასტარტოში დაიწყო, ბოლო 9 მატჩში კი შეუცვლელად ითამაშა. ფეხბურთელზე, რომელსაც სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს (2022-23 წლების სეზონში „კრემონეზეში'' 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა), ნდობა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკა დადებითად აისახა, რაზეც Tuttomercatoweb-ის აღიარებაც მეტყველებს.

20-გუნდიან სერია B-ში „სალერნიტანა'' 33 ქულით მე-18 ადგილზეა. იმისთვის რომ სერია B-ში ფლეი-აუტში თამაშის გარეშე დარჩეს, მე-15 ადგილზე უნდა გავიდეს. 33 ტურის შემდეგ მე-15 ადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | იტალიური მედიის შეფასება
ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | იტალიური მედიის შეფასება