გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„მისი გაშვება შეცდომა იქნება“ | ფრანგული Sport-ი მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერზე

ცნობილი ფრანგული გამოცემა, Sport-ი სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კონურმა დაწერა, რომ გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით პრემიერ ლიგის წარმომადგენლები ინტერესდებიან და მის საკუთარ რიგებში ხილვაზე „ვესტ ჰემი“, „ვულვზი“ და „კრისტალ პალასი“ ფიქრობენ.

Sport-ის მიხედვით, „ლიონმა“ ქართველი ფეხბურთელი არ უნდა გაუშვას. მას შეუძლია, მომდევნო სეზონებში კლუბის ბომბარდირი გახდეს და მისი გაყიდვა შეცდომა იქნება.

„გიორგი მიქაუტაძის გაშვება შეცდომა იქნება და მისი წასვლა საეჭვოა. მართალია, პაულო ფონსეკას ფორმაციის ლიონში, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი არაა და გუნდის მთავარი თავდამსხმელი უკვდავი ალექსანდრ ლაკაზეტია, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა მონაწილეობა 29 შეხვედრაში მაინც მიიღო და 9 გოლი და 5 ასისტი გაიფორმა.

ლაკაზეტის კონტრაქტი მალე იწურება და ის ბერდება. ასე რომ, მიქაუტაძეს შანსი ექნება, ძირითადი შემადგენლობის წევრი და მომდევნო სეზონებში, ლიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. საინტერესოა ვნახოთ, ამისთვის საჭირო მოთმინება აღმოაჩნდება თუ არა“, - წერს Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ კონურის მიხედვით, ყველაზე დიდი ინტერესი „ვესტ ჰემს“ აქვს. „ჩაქუჩები“ აპირებენ, მიქაუტაძე საზაფხულო სიის სათავეში მოაქციონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი MSN ყალიბდება? პსჟ - ლიგის პოტენციური გამარჯვებული?
ახალი MSN ყალიბდება? პსჟ - ლიგის პოტენციური გამარჯვებული?