„მთავარი პირველი გოლი და ქაოსის განცდაა“ - ვალდანო რეალი არსენალზე
მადრიდის „რეალის“ ლეგენდა ხორხე ვალდანო „არსენალთან“ განმეორებით მეოთხედფინალზე საუბრობს და ამბობს, რომ ანჩელოტის გუნდს „ქამბექის“ შესასრულებლად „სანტიაგო ბერნაბეუს“ მაგია დასჭირდება.
ვალდანო ამ ფაქტორს გადამწყვეტად მიიჩნევს.
„რემონტადას შესასრულებლად ყოველთვის არ არის საჭირო, რომ მხოლოდ კარგი ფეხბურთი ითამაშო. ასეთ დროს მარტო ფეხბურთი არ არის საკმარისი. საჭიროა ვნებათაღელვა, ემოციები, ქაოსის განცდა, რაც პირველ გატანილ გოლს უკავშირდება.
რაზეც რეალის ფეხბურთელებმა უნდა ინერვიულონ არის პირველი გოლის გატანა. მათ არ უნდა იჩქარონ და თავიდანვე მესამე გოლის გატანაზე არ იფიქრონ. ეს გუნდს დაღუპავს.
დიახ, მთავარი ეს არის - მადრიდის რეალს ბერნაბეუს ჯადოქრობის იმედი უნდა ჰქონდეს“.
- ციტირებს ვალდანოს სიტყვებს Cadena Ser-ი.
„რეალი“ „არსენალის“ დაპირისპირება დღეს 23:00-ზე დაიწყება.