კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ხმას აუწია და უყვირა - ანჩელოტი არსენალთან წინასამატჩო ვარჯიშზე

დღეს ღამით მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალთან“ განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩს გამართავს და მორიგი ისტორიული გამარჯვებისთვის ემზადება, რაც ურთულესი იქნება, რადგან კარლო ანჩელოტის გუნდმა ლონდონში 0:3 წააგო.

„პასუხისმგებლობას ვგრძნობ. აშკარად მძიმე მარცხი იყო. ამას არ ველოდით. გუნდი ერთი საათის განმავლობაში კარგი იყო. ორმა გოლმა გონებრივად და ფიზიკურად აგვრია. მატჩის დასრულება რთული იყო, რადგან რეაქცია არაფერზე გვქონდა. ბოლო 30 წუთი კატასტროფა გამოვიდა. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ“.

- ეს სიტყვები ანჩელოტიმ პირველი შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა.

COPE-ს ცნობით, „პაპა კარლომ“ „მეთოფეებთან“ განმეორებითი მატჩის წინა ბოლო საწვრთნელი პროცესის შემდეგ, ფეხბურთელებთან საუბრისას ხმა აუწია, რაც დიდი იშვიათობაა. ანჩელოტის აქამდე ეს „რეალში“ არ დასჭირვებია.

წყარო წერს, რომ იტალიელი სპეციალისტი გუნდს ემოციურად ამზადებს და ეს ქმედება სწორედ ამის ნაწილი იყო.

მადრიდში სწამთ, რომ „სამეფო კლუბს“ მორიგი ისტორიული შეხვედრის ჩატარება შეუძლია და ყველა ამის მოლოდინშია. თუ რა მოხდება უშუალოდ მოედანზე, ამას ოთხშაბათს 23:00-ზე გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
AS: ბარსელონას საკლუბო მუნდიალზე „უაილდ ქარდით“ თამაში არ სურს
AS: ბარსელონას საკლუბო მუნდიალზე „უაილდ ქარდით“ თამაში არ სურს