გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

საუკეთესო შედეგი ტოპ 5 ჩემპიონატში | მიქაუტაძე მაგარ ფორმაშია

„ლიონის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და როგორც ევროპა ლიგაზე, ისე საფრანგეთის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს. სტატისტიკურმა სააგენტომ, Stats Foot-მა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა და მის ბოლოდროინდელ თამაშს გამოეხმაურა.

2025 წლის მარტიდან მოყოლებული, მიქაუტაძეს „ლიონის“ 11 საგოლე მოქმედებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა და აღნიშნულ პერიოდში, ამდენი საგოლე მოქმედება, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, არავის აქვს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, მიქაუტაძემ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველმა თავდამსხმელმა „ოსერის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გარდასახა, შემდეგ კი ალექსანდრ ლაკაზეტს გაატანინა.

ცნობისთვის, „ლიონი“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია გასული და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდება. ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და განმეორებით შეხვედრას ხუთშაბათს, „ოლდ ტრაფორდზე“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს“ | ლიზარაზუმ კვარას გოლი გამოარჩია
„ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს“ | ლიზარაზუმ კვარას გოლი გამოარჩია