UFC-ის Pound 4 Pound რეიტინგი | რა ცვლილებებია ვოლკანოვსკის ჩემპიონობის შემდეგ
UFC 314-ის მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის საჩემპიონო დაპირისპირება იყო. „ვოლკმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული დაიბრუნა და UFC-ის Pound 4 Pound რეიტინგშიც დაწინაურდა.
ვოლკანოვსკიმ ორი საფეხურით წინ წაიწია და ალეშანდრე პანტოჟა და ტომ ასპინალი ჩამოიტოვა. ალექსი მეცხრე პოზიციაზე იმყოფება და ალექს პერეირას, ბელალ მუჰამედს, მაგომედ ანკალაევს, დრიკუს დუ პლესის, მერაბ დვალიშვილს, ილია თოფურიას, ჯონ ჯონსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.
Champion once again, @alexvolkanovski also gets a boost in the latest official pound-for-pound rankings update after #UFC314, rising two spots to the No. 9 position.
— John Morgan (@JohnMorgan_MMA) April 15, 2025
Volkanovski pushes past Alexandre Pantoja and Tom Aspinall in his move. pic.twitter.com/I3EaEu6HZu
მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს ქვემსუბუქი წონის ტოპ 15-ში. „ვოლკის“ ჩემპიონობის შემდეგ, ილია თოფურია მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო ჟან სილვა ტოპ 15-ში შევიდა, გიგა ჭიკაძეს გადაუსწრო და მეთერთმეტეა. ჭიკაძე - მეთორმეტეა.
მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში შეაღწია პედი პიმბლეტმა. „ბედი“ მერვე პოზიციაზეა, დომინიკ რეიესი კი ქვემძიმე წონის ტოპ 10-ს დაუბრუნდა და ისიც მერვე გახლავთ.