409 მილიონი აგენტებს | პრემიერ ლიგის ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯარა
Aa
Aa

409 მილიონი აგენტებს | პრემიერ ლიგის ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯარა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერ ლიგის კლუბების მიერ, აგენტებისთვის გადახდილი თანხები გაასაჯაროვა. მონაცემები ბოლო ორ სატრანსფერო ფანჯარას მოიცავს და 2024 წლის 2 თებერვლიდან, 2025 წლის 2 თებერვლამდე დაფარული საკომისიოებია დათვლილი.

საერთო ჯამში, პრემიერ ლიგის კლუბებმა აგენტებს 409.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს, რაც გასული სეზონის მონაცემზე 0.4 მილიონი გირვანქა სტერლინგით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა აგენტებმა „ჩელსისგან“ მიიღეს. „არისტოკრატებს“ საკომისიოს სახით, 60.3 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწიათ.

მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ იმყოფება - 52.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი. მესამე პოზიციას „მანჩესტერ იუნაიტედი“ იკავებს - 33 მილიონი. მეოთხე „ასტონ ვილაა“ – 25.1 მილიონი, მეხუთე - „ნიუკასლი“ (24.4 მილიონი).

„კაჭკაჭებს“ „არსენალი“ (22.8 მილიონი), „ლივერპული“ (20.8 მილიონი), „ვესტ ჰემი“ (19 მილიონი), „ტოტენჰემი (18.4 მილიონი) და „ბრაიტონი“ (16.6 მილიონი) მოსდევენ. ყველაზე ნაკლები აგენტებმა „იფსვიჩისგან“ მიიღეს - 6.3 მილიონი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს“ | ლიზარაზუმ კვარას გოლი გამოარჩია
„ესაა ფეხბურთი, რომელიც მიყვარს“ | ლიზარაზუმ კვარას გოლი გამოარჩია