ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: ბარსელონამ საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცეს

ხვალ „ბარსელონა“ და „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მეორე მატჩს გამართავენ.

კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ თამაშის წინ არ მოდუნდნენ.

„ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ შეხვედრაში გვაქვს საშუალება, ჩემპიონთა ლიგაზე ვაჩვენოთ, რომ კვლავინდებურად ძალიან ძლიერები ვართ. ამისთვის ჩვენ ხვალ გამარჯვება გვჭირდება. მთელი ძალებით უნდა ვითამაშოთ, რადგან გვყავს მეტოქე, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. ფეხბურთის ისტორიაში უარესებიც გვინახავს, ამიტომაც საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ. ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ვისწრაფოთ გამარჯვებისკენ და მოწინააღმდეგეს დავუმტკიცოთ, რომ ისევ ძლიერები ვართ“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში კატალონიელებმა გაიმარჯვეს. შეხვედრა 4:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტათი მორცხვია, მაგრამ ერთმანეთს კარგად გავუგეთ“ - დემბელემ ხვიჩაზე ისაუბრა
„ცოტათი მორცხვია, მაგრამ ერთმანეთს კარგად გავუგეთ“ - დემბელემ ხვიჩაზე ისაუბრა