ემპოლი, რომელუ ლუკაკუ, სკოტ მაკტომინეი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ემპოლი ნაპოლისთან დამარცხდა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის დასკვნით მატჩში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 3:0 დაამარცხა.

საბა გოგლიჩიძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდს ნეაპოლელთა შეტევების შეჩერებაში ვერ დაეხმარა, ერთ-ერთ ეპიზოდში კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

ანტონიო კონტეს გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა სათამაშო უპირატესობას და საბოლოოდ, ლოგიკური გამარჯვებაც მოიპოვა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა სკოტ მაკტომინეის. შოტლანდიელმა ნახევარმცველმა „ემპოლის“ დუბლი შეუსრულა და ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო.

ანგარიში მე-18 წუთზე სწორედ მაკტომინეიმ გახსნა, რომელმაც „ემპოლის“ კარი ეფექტური შორეული გასროლით აიღო. 56-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ სხაობა ორბურთამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი 61-ე წუთზე, სკოტ მატკომინეიმ დააფიქსირა.

დღევანდელ შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის სტატისტიკა ასეთი იყო - 1 განმუხტვა, 4-დან 1 პოზიციური დუელის მოგება, 3 საჰაერო დუელიდან 2-ის მოგება, 1 ჯარიმა, 18-დან 15 ზუსტი პასი, 5 შორეულიდან 3 ზუსტი გადაცემა. სამწუხაროდ, გავლენიანი სტატისტიკური პორტალის, Sofascore-ს მიერ მისი თამაში „ემპოლიდან“ ყველაზე დაბალი ქულით შეფასდა - 6.2 ქულა.

ამ მარცხით, „ემპოლიმ“ სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. გათამაშების დასრულებამდე 6 ტურით ადრე გოგლიჩიძის გუნდს 24 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება, სამშვიდობო ზონამდე კი 3 ქულა აშორებს. რაც შეეხება „ნაპოლის“, ანტონიო კონტეს გუნდი კვლავ საჩემპიონო რბოლაში რჩება. „პარტენოპეის“ 68 ქულა დაუგროვდა და მეორე პოზიციაზე იმყოფება, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა კი 3 ქულაა.

მომდევნო ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე მე-18 ადგილოსან „ვენეციას“ მიიღებს, „ნაპოლი“ კი სტუმრად ბოლოადგილოსან „მონცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტათი მორცხვია, მაგრამ ერთმანეთს კარგად გავუგეთ“ - დემბელემ ხვიჩაზე ისაუბრა
„ცოტათი მორცხვია, მაგრამ ერთმანეთს კარგად გავუგეთ“ - დემბელემ ხვიჩაზე ისაუბრა