თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა - ვირტუსმა კონკურენტს მოუგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის XXVI ტურში გამარჯვებას „ვირტუსისთვის“ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბოლონიელები საკუთარ დარბაზში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტს „ბრეშას“ მასპინძლობდნენ. თავდაპირველად უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ, თუმცა საჭირო მომენტში თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა მობილიზება შეძლეს და საბოლოო ჯამში 12-ქულიანი სხვაობით, 91:79 გაიმარჯვეს.

33 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. თოკომ საშუალო დისტანციიდან 27-პროცენტიანი (თერთმეტიდან სამი) სიზუსტით ისროლა, ოთხიდან სამი საჯარიმო გამოიყენა და პერიმეტრიდან მისი ორი ტყორცნიდან ზუსტი ერთი გამოდგა. სამიდან ორ შემთხვევაში შენგელიამ ბურთი დაცვაში ასპარეზობისას მოხსნა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ამ გამარჯვებით, ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, „ვირტუსი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. მომდევნო ტურში თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები სტუმრად „პისტოიას“ შეხვდებიან და მატჩი 19 აპრილს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კახა შენგელია: „კარგი იქნება, თორნიკე ვირტუსიდან თუ წავა“
კახა შენგელია: „კარგი იქნება, თორნიკე ვირტუსიდან თუ წავა“