ანსუ ფატის ბარსელონას დატოვება სურს | Diario Sport
ანსუ ფატი მზად არის, „ბარსელონა“ დატოვოს. ამის შესახებ Diario Sport წერს.
გამოცემის მტკიცებით, 22 წლის ვინგერს კატალონიურ კლუბში დარჩენა აღარ სურს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
„ანსუმ თავის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ამის შესახებ უკვე უთხრა და ახალი კლუბის შერჩევა სთხოვა. ამასთან, ფატის არ სურს, რომ სხვაგან იჯარით გადავიდეს - მას მხოლოდ ტრანსფერი აწყობს. მისი გარემოცვა ვერ ხვდება, რატომ თამაშობს ესპანელი ასე ცოტას, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაშია“, - წერს Diario Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, მან მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ანსუ „ბარსელონაში“ 2020 წლის სექტემბრიდან თამაშობს. Transfermartk-ზე მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროა.