კამარუ უსმანი
Aa
Aa

კამარუ უსმანი: „თოფურიას მეტოქე პიმბლეტი უნდა იყოს“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონი ილია თოფურიას გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და ძნელად პროგნოზირებადი გახადა. ვინ უნდა იყოს დივიზიონის დომინანტი ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მომდევნო მოწინააღმდეგე, ან ვინ უნდა შეხვდეს ქვემსუბუქი წონის უკვე ყოფილ ჩემპიონს ილია თოფურიას მისთვის ახალ წონაში, ამასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება აქვს კამარუ უსმანს, რომელიც მან ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას ღიად დააფიქსირა:

„ბუნებრივია, ყველაფერი UFC-ის ხელმძღვანელების გადასაწყვეტია, მაგრამ მე ამ დივიზიონთან და იქ გასამართ ბრძოლებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გამაჩნია. მახაჩევისთვის ამ ეტაპზე ყველაზე შესაფერი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. კონტენდერადქცეული ინგლისელი პედი პიმბლეტი ილია თოფურიას უნდა დაუპირისპირდეს, ხოლო ჩარლზ ოლივეირასა და არმან ცარუკიანს შორის რემატჩი აუცილებელია“.

შეგახსენებთ, რომ კამარუ უსმანი UFC-ის ყველა წონითი კატეგორიის საერთო რეიტინგის ყოფილი ლიდერი და ნახევრადსაშუალო წონითი დივიზიონის ექს-ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია | დენას თოფურიაზე ჰკითხეს
კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია | დენას თოფურიაზე ჰკითხეს