გოდერძი ბერდელიძე
Aa
Aa

მედალი სამივე დისციპლინაში - ბერდელიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ევროპის ჩემპიონატი ქართველი ძალოსნებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. რამინ შამილიშვილის მიერ მიღწეული მაღალი დონის შედეგების შემდეგ, გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) კიდევ უფრო კარგად იასპარეზა, მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

ბერდელიძემ ატაცის დისციპლინაში 123 კილოგრამი დაიმორჩილა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. კიდევ უფრო კარგი შედეგები ჰქონდა აკვრასა და ორჭიდის ჯამში, სადაც შესაბამისად 154 და 276 კილოგრამები დააფიქსირა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. შედეგად, ორი სპორტსმენის გამოსვლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია, საიდანაც ორი შამილიშვილმა, სამი კი ბერდელიძემ მოიგო.

ხვალ, კონტინენტის პირველობის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით მხოლოდ ერთი ძალოსანი გურამ გიორბელიძე გამოვა, რომელიც ძალებს 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოსინჯავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები - ძალოსნობის ფედერაციას ლაშა ტალახაძე უხელმძღვანელებს
ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები - ძალოსნობის ფედერაციას ლაშა ტალახაძე უხელმძღვანელებს