ასტონ ვილა - პსჟ | იქნება თუ არა კვარა სასტარტოში
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა სავარაუდო შემადგენლობები განიხილეს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ავტორიტეტული სააგენტოს ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
RMC Sport:
დონარუმა - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი - რუისი, ვიტინია, ნევეში - კვარაცხელია, დემბელე - დუე.
Le Parisien:
დონარუმა - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი - რუისი, ვიტინია, ნევეში - კვარაცხელია, დემბელე - ბარკოლა.
L’Equipe:
დონარუმა - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი - რუისი, ვიტინია, ნევეში - კვარაცხელია, დემბელე - დუე.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი პარიზში პსჟ-ის გამარჯვებით 3:1 დასრულდა და ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამიტომ, მოულოდნელი არაა, რომ ქართველი შემტევი ყველა ავტორიტეტული გამოცემის ვერსიით, კვლავ სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.
„ასტონ ვილასა“ და პსჟ-ის დაპირისპირება 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.