პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ჩხუბის წინ შეიძლება ჩაისვაროს“ - პიმბლეტმა ცარუკიანზე ილაპარაკა

UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა არმან ცარუკიანსა და მასთან ჩხუბის შესაძლებლობაზე ილაპარაკა.

როგორც „ბედიმ“ აღნიშნა, მას სომეხი მებრძოლის მსგავს მოწინააღმდეგეებთან საქმის დაჭერა არ სურს.

„ვნახოთ, დათანხმდება თუ არა ის ჩხუბს ბოლოს და ბოლოს, რადგან ყველამ, ვიცით როგორია არმანი - შეიძლება ჩხუბის წინ მან ჩაისვაროს და მეტოქესთან ბრძოლას ჩაეხსნას“, - თქვა პიმბლეტმა.

შეგახსენებთ, რომ პედიმ UFC 314-ზე მაიკლ ჩენდლერი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

რაც შეეხება ცარუკიანის ბოლო ბრძოლას, სომეხი მებრძოლი ზურგის ტრავმის გამო, UFC 311-ზე, ისლამ მახაჩევთან სატიტულო ბრძოლას ჩაეხსნა.

არმანის ნაცვლად, მახაჩევი რენატო მოიკანოს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

ღონისძიების შემდეგ, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, ცარუკიანი საჩემპიონო ორთაბრძოლას ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია | დენას თოფურიაზე ჰკითხეს
კომპანიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია | დენას თოფურიაზე ჰკითხეს