ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ ამისთვის დიდი შრომა მოგვიწევს“ - ლუის ენრიკე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, პსჟ სტუმრად „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ენრიკემ:

„ამ ტურნირის სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ პირველი და განმეორებითი თამაშები ერთნაირი არასდროს არის. გუნდები ზეწოლას ცვლიან და ეს ის საკითხებია, რასაც ჩვენ, მწვრთნელები საკუთარ თავში ვამუშავებთ“.

„მთელი სეზონის განმავლობაში გუნდები სხვადასხვა სახის ემოციებს აწყდებიან. სიხარული, ცრემლები და ა.შ. ჩემი გუნდის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებიც გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ. თამაშზე მაქსიმალურ კონცენტრაციას ახდენენ. ხვალისთვის 100%-ით მზად ვართ, ბევრი ვიშრომეთ და განწყობაც პოზიტიურია“.

„ზოგიერთი აძლევს თავის თავს უფლებას, რომ თავი ფავორიტად მიიჩნიოს, მაგრამ ამ შეჯიბრში ბევრჯერ ყოფილა, როდესაც ფავორიტები ე.წ. აუთსაიდერებთან გავარდნილან. ხვალ ახალი თამაში იქნება, რომელაც რა თქმა უნდა, უპირატესობით ვიწყებთ, მაგრამ თუ პირველ გოლს ასტონ ვილა გაიტანს, მაშინ გარკვეული არაფერი იქნება“.

„ვეცდებით, ის პრობლემები გადავჭრათ, რასაც ასტონ ვილა შეგვიქმნის. მიზანი კი რა თქმა უნდა, გამარჯვებაა. ისეთ სტადიონზე თამაში, როგორიც „ვილა პარკია“, ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. სახლში თამაში მოგვწონს, მაგრამ გასვლით შეხვედრებში მატჩის ჩატარება არა პრობლემა, არამედ მოტივაციაა“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა პირველ მატჩში ასტონ ვილა საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი „ვილა პარზე“ 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვილა პარკზე ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია“ - ემერი პსჟ-სთან მატჩის წინ
„ვილა პარკზე ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია“ - ემერი პსჟ-სთან მატჩის წინ