ლიონელ მესი, ლუის სუარესი
Aa
Aa

„მესი მუნდიალზე აუცილებლად ითამაშებს“ - სუარესმა პირობა დადო

ფეხბურთის უამრავ გულშემატკივარს დიდი ხანია აინტერესებს, ითამაშებს თუ არა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიონელ მესი, რომელიც მუნდიალის მოქმედი ჩემპიონის არგენტინის ნაკრების კაპიტანი და უდავო ლიდერია. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა „ელ მონგოლიკოს“ უახლოეს მეგობარს ლუის სუარესს ერთ-ერთი ვებ-გვერდის ჟურნალისტმა და მისგან საკმაოდ დამაიმედებელი პასუხი მოისმინა.

რას ამბობს სუარესი

მე და ლეო ხშირად ვსაუბრობთ უამრავ თემაზე, თუმცა კარიერის დასრულებაზე მხოლოდ ხუმრობით ვლაპარაკობთ. მესის პირად გულშემატკივრებს გავახარებ და ვეტყვი, რომ მას საკლუბო დონეზე კიდევ ერთი წლით ასპარეზობისა და ჩრდილოეთ ამერიკაში 2026 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის სურვილი აქვს. მერწმუნეთ, მესი ვარჯიშებსა და თამაშებს ისეთი ენთუზიაზმით ეკიდება, რომ მისი სათამაშო დონე ოდნავადაც კი არ დაიწევს.

ცნობისათვის, სუარესი და მესი წლების განმავლობაში ერთად „ბარსელონაში“ ასპარეზობდნენ, ახლა კი „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავენ, რომლის მფლობელიც ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩვენი ლეგენდა აღარ ხარ“ - ბარსას გულშემატკივრები სუარესს აკრიტიკებენ
“ჩვენი ლეგენდა აღარ ხარ“ - ბარსას გულშემატკივრები სუარესს აკრიტიკებენ