„ცოტათი მორცხვია, მაგრამ ერთმანეთს კარგად გავუგეთ“ - დემბელემ ხვიჩაზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, ასტონ ვილასთან საპასუხო მატჩამდე პსჟ-ის შემტევმა, უსმან დემბელემ ჟურნალისტეთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
რას ამბობს დემბელე კვარაზე:
„გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლა ყველას გაგვიხარდა. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. როდესაც აქ ჩამოვიდა, ბევრი რჩევა მივეცი და ვარჯიშებზეც ერთმანეთს ბევრ რამეს ვუზიარებთ. ცოტათი მორცხვი ბიჭია, მაგრამ მხიარული და ჩვენი ჯოკერი. მოკლედ, ერთმანეთს როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა ბევრ რამეს ვუზიარებთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა პირველ მატჩში ასტონ ვილა საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი „ვილა პარზე“ 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.