ხვიჩა კვარაცხელია, ხავიერ პასტორე
Aa
Aa

ხავიერ პასტორე: „კვარას მენტალიტეტი ძალიან მომწონს. რაც მან გააკეთა, საოცრებაა“

პსჟ-ის ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ პასტორემ გავლენიან ფრანგულ გაზეთთან, Le Parisien-თან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ასტონ ვილასა“ და პსჟ-ის საპასუხო მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ქართველი ვარსკვლავის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ ხვიჩას ხვალინდელ თამაშში უდიდესი როლი ექნება.

რას ამბობს პასტორე:

„როგორ დავახასიათებ პსჟ-ს თავდასხმას? ერთი სიტყვით - გუნდებისთვის ამაზრზენად! ძალიან საშიში თავდასხმაა - დემბელე, დუე, ბარკოლა და კვარა, ყველა ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც თავის ასაკთან შედარებით, განსაკუთრებული ინდივიდუალური მახასიათებლები აქვთ. გასაოცარი ისაა, რომ ყველა მათგანს ყველანაირად შეუძლიათ გოლის გატანა. ისინი მონაცვლეობით აძლევენ გუნდს გამარჯვებას. თუ დუე არ არის, დემბელეა, თუ დემბელე არ არის, ბარკოლა ან კვარაა და ა.შ. ყოველთვის არის მოთამაშე, რომელიც ან საგოლე პასს აკეთებს, ან გოლი გააქვს. მათ სისწრაფის და დრიბლინგის წყალობით ყოველთვის შეუძლიათ გამწვავება და ამავდროულად, გუნდს დაცვით ფაზაშიც ძალიან ეხმარებიან. ბრწყინვალე სანახავია, როდესაც უყურებ, როგორ მორბის დემბელე ან კვარა უკან დაცვის დასახმარებლად. ნებისმიერი გუნდისთვის წარმოუდგენელია 4 ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელის ყოლა, რომელიც შეტევაშიც და დაცვაშიც ბრწყინვალედ მოქმედებენ“.

„რომელი ასპექტი მიქმნის ამ კვარტეტში ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას? ის, რომ ოთხივე მათგანი არაპროგნოზირებადია. პოზიციებს მუდმივად იცვლიან. ხედავთ, რომ თამაშის დაწყებიდან პირველი 15 წუთის განმავლობაში დემბელე 9 ნომერზე თამაშობს, შემდეგ კი მარჯვნივ გადადის და შუაში კვარა შედის, დუე ბურთის მოსაპოვებლად ჩამოდის და სამ მეტოქეს დრიბლინგით სცდება. მეც არ მესმის სად თამაშობენ ისინი, მაგრამ საბოლოოდ, განსხვავებას ყოველთვის ქმნიან. შეიძლება, მოთამაშისგან მოელოდეთ, რომ რაღაცას გააკეთებს, მაგრამ შემდეგ საერთოდ სხვა რამეს აკეთებს, თან ასეთი გუნდში ოთხი ფეხბურთელია. მწვრთნელმა იპოვა სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს შეცვალოს მოთამაშეები ისე, რომ ეფექტურობა შეინარჩუნოს, იმის მიუხედავად, თუ რომელი თავდამსხმელი დაიწყებს თამაშს სასტარტოში. ეს არის პსჟ-ის გასაღები. მათ აქვთ ნიჭი, ამბიცია, ახალგაზრდობა, რომელიც გუნდს დიდ ძალას აძლევს“.

„არის თუ არა დღეს ევროპაში საუკეთესო შეტევა? ნამდვილად, ეს ევროპაში საუკეთესო შეტევაა ბარსელონასთან ერთად. ამ ორ გუნდს შეუძლია დაეყრდნონ თავისი ფეხბურთელების განსაკუთრებულ ტექნიკურ ხარისხს. ალბათ, სწორედ ამ ორ გუნდს ვიხილავთ მიუნხენის ფინალში“.

„რომელი ფეხბურთელი მომწონს ყველაზე მეტად? დუე, ის ყოველთვის მაოცებს... ძალიან მომწონს. ის ყველა თამაშში იღებს მონაწილეობა და წარმოუდგენელი გოლები გააქვს. ძალიან მომწონს მისი პიროვნებაც. ყოველთვის სჯერა იმის, რასაც აკეთებს, თავისი თამაშის... ნეიმართან ბევრ მსგავსებას ვხედავ. ზოგადად, ფეხბურთელების შედარება არ მიყვარს, მაგრამ მას ნამდვილად აქვს ნეიმარის მსგავსი ტექნიკური თვისებები. თან ამავდროულად, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია. ეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ტემპი შეცვალოს და მოიგოს დუელები. ამას 90 წუთის განმავლობაში აკეთებს. რა თქმა უნდა, ის ძალიან ახალგაზრდაა და კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ რასაც ახლა აკეთებს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია“.

„რა მომწონს დანარჩენ სამ შემტევში მეტად? დემბელეში ყველაზე მეტად მისი წარმოუდგენელი დრიბლინგის უნარები მომწონს. ვერასდროს გაიგებ მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ. ის უნიკალური მოთამაშეა. კვარაში ძალიან მიყვარს მისი შემართება, თავდაჯერებულობა, პროდუქტიულობა და ორივე ფეხით თამაშის ხარისხი. არ არის მარტივი შუა სეზონში ისეთ გუნდში ჩამოსვლა, რომელიც ისედაც ძალიან ძლიერია და შემდეგ ამ გუნდში ინტეგრირება. მან ეს ბრწყინვალედ გააკეთა. ხედავთ, როგორი თავმდაბალია. რაც შეეხება ბარკოლა, როდესაც გუნდში მოვიდა, მაშინვე შევნიშნე მბაპესთან კავშირი. ეს ფეხბურთელი ძალიან ჰგავს კილიანს. მისი ღრმა შეტევითი უნარი უბრალოდ ფენომენალურია. ბოლო პერიოდში ის ძალიან გაუმჯობესდა“.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილასა“ და პსჟ-ის დაპირისპირება 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის მაგარი მატჩი - გოლი, ასისტი და გამარჯვება ოსერთან
მიქაუტაძის მაგარი მატჩი - გოლი, ასისტი და გამარჯვება ოსერთან