ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩი სუონსის თანამფლობელი ხდება

ლუკა მოდრიჩი ჩემპიონშიპის კლუბის თანამფლობელი ხდება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ცნობილი ინსაიდერეის ცნობით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი „სუონსის“ მინორიტარული აქციონერი გახდება.

როგორც რომანო წერს, ეს გარიგება გავლენას არ მოახდენს ხორვატი ფეხბურთელის გეგმებზე, რომელსაც „რეალში“ კარიერის გაგრეძელება სურს. 39 წლის ლუკას კვლავინდებურად სურს, რომ სამეფო კლუბთან გაახანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც ივნისში იწურება.

შეგახსენებთ, რომ „სუონსი“ ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს. უელსურმა კლუბმა 42 მატჩში 54 ქულა მოაგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლაკაზეტმა პენალტი დამითმო. მიხარია, რომ ასისტით ვუპასუხე“ - მიქაუტაძე ოსერთან მატჩის შემდეგ
„ლაკაზეტმა პენალტი დამითმო. მიხარია, რომ ასისტით ვუპასუხე“ - მიქაუტაძე ოსერთან მატჩის შემდეგ