„ვილა პარკზე ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია“ - ემერი პსჟ-სთან მატჩის წინ
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ასტონ ვილა“ „ვილა პარკზე“ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.
გუნდებს შორის პარიზში გამართული პირველი შეხვედრა ლუის ენრიკეს გუნდის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. შესაბამისად, ინგლისურ კლუბს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 3-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ პრესკონფერენციაზე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა ემერიმ:
„პსჟ-ს გასვლით შეხვედრებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ისინი კარგად თამაშობენ როგორც საფრანგეთში, ისე ევროპაში, მაგრამ გამოცდილება ჩემს გუნდსაც აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ და ვეცდებით, ჩვენი ენერგია გადავცეთ, ასევე, იმავეს ველით მათგანაც. როდესაც ტაქტიკურად და ინდივიდუალურად ისე ისე ვთამაშობთ, როგორც საჭიროა, მაშინ ეს გულშემატკივრებსაც მოსწონთ და ისინი ყოველთვის დამატებით ენერგიას გამოყოფენ, ეს ძალიან გვეხმარება“.
„ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინია, რომ სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ მათ პირველი მატჩი 3:1 მოიგეს, რაღაცას ცვლის, მაგრამ არა ბევრ რამეს. რატომაც არა? ჩვენ აუცილებლად მოსაგები გვაქვს და რატომ არ გვაქვს ამის შანსი „ვილა პარკზე“?“
„პირველი თამაში 2:1 უნდა დასრულებულიყო და შესაბამისად, ხვალ 2:1 გამარჯვება დაგვჭირდებოდა, მაგრამ 3:1 მორჩა და შესაბამისად, ახლა 3:1 გვჭირდება. პარიზში ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ვიგებდით, მაგრამ ბოლოს შედეგი აშკარად არ იყო ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. ახლა კი შეგვიძლია, რომ თამაში იმავე სცენარით წავიყვანოთ, როგორიც პირველ მატჩში პსჟ-მა“.
„ჩვენი მიზანია, რომ ტაქტიკურად ძლიერი გეგმით ვითამაშოთ, ვეცადოთ თანმიმდევრულები ვიყოთ და გავიგოთ, როგორ დაგვჭირდება მატჩის წარმართვა 90 წუთში“.
შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილასა“ და პსჟ-ის დაპირისპირება 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.