ასტონ ვილა, მორგან როჯერსი
Aa
Aa

„გვჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ“ - ასტონ ვილას ფეხბურთელი პსჟ-სთან მატჩზე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ასტონ ვილა“ „ვილა პარკზე“ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.

გუნდებს შორის პარიზში გამართული პირველი შეხვედრა ლუის ენრიკეს გუნდის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. შესაბამისად, ინგლისურ კლუბს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 3-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა, მორგან როჯერსმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ სასურველი შედეგის დაფიქსირებაში დარწმუნებულია.

რა თქვა როჯერსმა:

„გასახდელში დიდი რწმენაა. ვიწი, რომ ადამიანების უმეტესობამ ასეთი ანგარიშის შემდეგ შესაძლოა, ჩამოგვწერა კიდეც, მაგრამ პირველ თამაშში ჩვენს სასარგებლოდ ბევრი დადებითი მომენტი იყო. გუნდურად კარგად ვმოქმედებდით“.

„რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცები, რისი გაუმჯობესებაც გვჭირდებოდა, ახლა კი ამ ყველაფრის შესახებ ვიცით. ამოცანა ჩვენს ხელშია და ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენივე ბედი“.

„ბუნებრივია, დიდი გუნდისთვის დიდი წარმატებაა, როდესაც ტურნირის 1/4 ფინალში ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენი მიზნები უფრო შორს მიდის“.

„საკუთარ მოედანზე, გულშემატკივრების მხარდაჭერით ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, ამაზე უკეთესი ადგილი ბევრი არ არსებობს. თუ ვინმე აპირებს რამის შეცვლას, ეს ჩვენ ვიქნებით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ამ გამოწვევით უკვე აღფრთოვანებულები ვართ“.

„რა თქმა უნდა, მიზნის განხორციელება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ამის ყველას გვერა“.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილასა“ და პსჟ-ის დაპირისპირება 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები