„უემბლიზე ან ენფილდზე“ - პიმბლეტმა მაკგრეგორი გამოიწვია
UFC-ის მებრძოლი, პედი პიმბლეტი კონორ მაკგრეგრეგორის ფსონს გამოეხმაურა, რომელმაც მის მაიკლ ჩენდლერთან ნოკაუტით წაგებაზე 500 000 დოლარი დადო.
ამასთან „ბედიმ“ ირლანდიელი გამოიწვია და ჩხუბის უემბლიზე ან ენფილდზე გამართვა შესთავაზა.
„თუ ბრძოლაში დაბრუნებას აპირებ, მოდი, ეს უემბლიზე ან ენფილდზე გავაკეთოთ. ყველა ბილეთის გაყიდვას შევძლებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ოცნება ენფილდზე ჩხუბია. ბიჭებს UFC-დან არ უყვართ სტადიონზე ბრძოლის გამართვა, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში (ამინდის გამო), მაგრამ არსად ჩხუბზე არ ვოცნებობ, გარდა ენფილდისა. ასე რომ, თუ დაბრუნება გინდა, გელოდები“, - თქვა პიმბლეტმა.
შეგახსენებთ, რომ UFC 314-ზე, ჩენდლერის დამარცხების შემდეგ, პიმბლეტმა დასტინ პორიე, ჯესტინ გეიჯი და ჩარლზ ოლივეირა გამოიწვია.