დათა ქაჯაია, სანდრო თავართქილაძე
Aa
Aa

ოქრო და ვერცხლი პრესტიჟულ ტურნირზე - ქართველი ავტომრბოლელების წარმატება

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე Euro Nascar-ის შეჯიბრებაში ქართველმა ავტომრბოლელებმა მაღალ დონეზე იასპარეზეს. დათა ქაჯაია ჩელენჯერის თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო სანდრო თავართქილაძემ მასტერსის თასზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით ამ ტურნირში სპორტსმენები პირველად ასპარეზობდნენ. ქაჯაია პრო დივიზიონში გამოდის, ხოლო თავართქილაძე ღია კატეგორიაში ასპარეზობს. ქართველი ავტომრბოლელები EuroNascar-ის დარჩენილ ეტაპზეც მიიღებენ მონაწილეობას და შეეცდებიან კიდევ უფრო კარგი შედეგები აჩვენონ.

ცნობისათვის, სანდრო თავართქილაძემ და დათა ქაჯაიამ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება იტალიაში, კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე ნაჩვენები კარგი შედეგების წყალობით მოიპოვეს, სადაც მათ შესაბამისად, პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"დროა ტყუილების გავრცელება შეწყვიტონ" - შუმახერის ყოფილი მენეჯერი