პრემიერ ლიგის სამი კლუბი | გიორგი მიქაუტაძეს მსურველები გამოუჩნდნენ
„ლიონის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და უცხოური კლუბების ყურადღება მიიპყრო. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ეკრემ კონური ახალ ინფორმაციას ავრცელებს და პრემიერ ლიგის წარმომადგენლების დაინტერესებაზე წერს.
„ვესტ ჰემი აპირებს, გიორგი მიქაუტაძე ზაფხულის სატრანსფერი ფანჯრისას, საკუთარი სამიზნეების სიის სათავეში მოაქციოს. ქართველი ფეხბურთელი კრისტალ პალასისა და ვულვზის ყურადღებასაც იქცევს და არის ვარაუდი, რომ პრემიერ ლიგაში გადასვლის სურვილი მასაც ექნება“, - წერს კონური.
???????? #Exclusive ???? @caughtoffside
— Ekrem KONUR (@Ekremkonur) April 14, 2025
West Ham United are to be making Lyon forward Georges Mikautadze one of their top transfer targets in attack this summer.
???? The Georgia international is also attracting interest from Crystal Palace and Wolves, and the sense is that he’d be… pic.twitter.com/ZhjQhQB6wr
ცნობისთვის, მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. მიქაუტაძემ ევროპა ლიგაზეც შეაგდო და მის აქტივში 4 გოლი და 5 შედეგიანი პასია.
გეტყვით იმასაც, რომ მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.