კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

15 მედალი ევროპის თასზე - ქართველი ძიუდოისტების წარმატება

თბილისში გამართული კადეტ ძიუდოისტთა ევროპის თასის გათამაშება ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა საერთო ჯამში 15 მედალი მოიპოვეს და შეჯიბრება 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით დაამთავრეს. საუკეთესო შედეგი თინათინ გულბანმა (-57 კგ), ცოტნე იჩქიტიძემ (-60 კგ), ქეთი რობაქიძემ (-70 კგ) და იოანე აბალაკმა (+90 კგ) აჩვენეს, რომლებიც ჩემპიონები გახდნენ.

პირველი ადგილის დაკავებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ საბა ბოლქვაძეს (-50 კგ), ნანა გულბიანს (-63 კგ), ლუკა ქუთათელაძეს (-73 კგ) და საბა ფრუიძეს (-90 კგ), რომლებიც ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. მარიამ გულიაშვილმა (-52 კგ), ბაჩო გიგანმა (-66 კგ), ზურაბ გოგაძემ (-66 კგ), ნინი ძაგანიამ (-70 კგ), გიორგი კოღუაშვილმა (-90 კგ), გიორგი ქაშიბაძემ (+90 კგ) და ილია ზაქუტაშვილმა (+90 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორობა გაინაღდეს.

ევროპის ღია თასის გათამაშებას ძიუდოში „თბილისი არენას“ დარბაზში მასპინძლობდა და ამ ტურნირს თამამად შეიძლება ეწოდოს ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი უფროსებს შორის ჩასატარებელი კონტინენტის პირველობისთვის, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი 2026 წელს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარსკვლავური შემადგენლობით! - ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა განაცხადი ცნობილია
ვარსკვლავური შემადგენლობით! - ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა განაცხადი ცნობილია